სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილის ახალი სარჩელი სასამართლოში ორშაბათს შევა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში სარჩელს ორშაბათს შეიტანენ. "პირველებს" ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა, ილია ლომიამ დაუდასტურა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ახალ გარემოებებზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო საამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას და საქართველოს მესამე პრეიზდენტის სასჯელისგან გათავისუფლებას მოითხოვენ.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სასამართლოში დამატებით მტკიცებულებად კლინიკა "ვივა- მედიდან" გამოთხოვნილ ახალ სამედიცინო ინსტორიას წარადგენენ, სადაც წერია, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს.

აქამდე საქმის მასალებს შორის ქართველი ექიმების მიერ დასმული ეს დიაგნოზი არ ყოფილა.

საჩივარს დაერთვება ახალი დოკუემნტები, რომლებიც გადმოგვცა ჩვენ პენიტენციურმა სამსახურმა. ჩვენს მიერ იქნება, რა თქმა უნდა, დაყენებული საკითხი უშუალოს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეებმა მოინახულონ და უშუალოდ ნახონ მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამბობს ილია ლომია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100