სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"12 წლის თბილისელი გოგონა ამ, ან მსგავსი თამაშის კურატორის ბრძანებით, თვითმკვლელობის მიზნით, მე-5 სართულიდან გადახტა"

რუსთავი 2-ის სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, 12 წლის გოგომ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. მასტერის დავალებით სცადა, მაია დარსმელიძე ეხმაურება.

"26 მაისს, როდესაც ეს სტატია დაიწერა, პირველი, გასაჯაროებული ქართული შემთხვევა ჯერ არ იყო მომხდარი. 27 მაისს, 12 წლის თბილისელი გოგონა ამ, ან მსგავსი თამაშის კურატორის ბრძანებით, თვითმკვლელობის მიზნით, მე-5 სართულიდან გადახტა და ამჟამად, სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება" - წერს მუსიკოსი.

სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ პირველი შეთავაზებაა, სურთ თუ არა მათ თამაში, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.

12 წლის გოგო სხეულის მრავლობითი დაზიანებებით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში წევს. ის მეხუთე სართულიდან გადახტა. მომხდარ ფაქტზე ოჯახი ღიად არ საუბრობს. ცნობილია, რომ მოზარდს თვითმკვლელობის მცდელობამდე ინტერნეტით უცნობები ეკონტაქტებოდნენ.

პოლიციამ მშობლები, თვითმხილველები და ექიმები უკვე გამოკითხა. სახიფათო თამაშების ფატალურ შედეგებზე ინფორმაცია აქვთ ფსიქოლოგებსაც. მათივე რეკომენდაციით, თამაშის სახელს, მომხდარის ადგილმდებარეობას და დაზარალებული ოჯახის ვინაობას კურიერი არ ახმაურებს.

სახიფათო ინტერნეტ თამაშებზე წერს BBჩ-ც. სტატიის მიხედვით, სამართალდამცველები ლონდონელ მშობლებს შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებენ. ბრიტანულ გამოცემაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვნების სუიციდის ხშირი ფაქტები რუსეთში ფიქსირდება და თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი საშიში ინტერნეტთამაშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100