სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიის სამხედრო ოპერაცია სამ თვეს გაგრძელდა

ლიბიის სამხედრო ოპერაცია სამ თვეს გაგრძელდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ ნატოს წევრი 28 სახელმწიფოს წარმომადგენლები ბრიუსელში. შეგახსენებთ, რომ კოლიციური ძალების ოპერაცია ლიბიაში, მიმდინარე წლის 19 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობას ცხრა ქვეყანა იღებდა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. 31 მარტიდან, სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გახდა.

ოპერაციის მანდატი 27 ივნისს ამოუწურა, მაგრამ პირველ ივლისს ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საომარი მოქმედებების 90 დღით, ანუ სექტემბრის ბოლომდე გაგრძელების შესახებ. ამ დროისათვის, კადაფის რეჟიმის მოწინააღმდეგეები უკვე მთელი ლიბიის ტერიტორიას აკონტროლებენ. ქვეყანაში ჩამოყალიბდა გარდამავალი ეროვნული საბჭო, რომლის ლეგიტიმურობაც მსოფლიოს 60-მა ქვეყანამ აღიარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100