სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართა პირისპირ შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან გამართა პირისპირ შეხვედრა.

მხარეებმა ყურადღება ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, სომხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩი თენგიზ შარმანაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100