სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ჩინოვიკებისთვის სანქციები ნიდერლანდებმაც შეიმუშავა

ნიდერლანდების პარლამენტის წარმოადგენლობითი პალატის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომლის თანამხმადაც იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის საქმესთან არიან კავშირში, ეკონომიკური და სავიზო სანქციები ამოქმედდება.
გარდაცვლილის მეგობრების თქმით რეზოლუციას თანხმობა მისცა პალატის 150-ივე დეპუტატმა.
“ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ, აღნიშნა რა, რომ მას შემდეგ, რაც გახსნა მასშტაბური კორუფციული სქემა, რუსი იურისტი სერგეი მაგნიტსკი გარდაიცვალა მეტად საეჭვო ვითარებაში; რომ მისი საქმე გახდა რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარების გაუარესების სიმბოლო; რომ ამერიკის სენატმა და კონგრესმა მიიღეს ინიციატივები რუსი ჩინოვნიკების მიმართ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მათ შესვლას ზღუდავს და მათი აქტივების გაყინვას გულისხმობს, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნიდერლანდების პარლამენტის წარმოადგენლობითი პალატა მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მაგნიტსკის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები დაექვემდებარონ დასჯას”-ნათქვამია რეზოლუციაში.
მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით სანქციები ასევე ინიცირებულია აშშ-ის კონგრესში. შეზღუდვები შეეხება რუს ჩინოვნიკთა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას და ფინანსურ ოპერაციებს.
გასულ კვირას ამერიკელმა სენატორმა Bბენჯამინ კარდინმა განაცხადა, რომ სანქციები ძალაში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. საუბარია 60 რუს ჩინოვნიკზე და ძალოვანი უწყების წარმომადგენელზე, რომლებიც კავშირში არიან მაგნიტსკის საქმესთან.
აღნიშნული კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შეადგინოს სია პირებისა, რომლებიც ამო კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებებათა ხელყოფაში.
ამერიკულმა ვერდიქტმა რუსეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია. შედეგად, სახელმწიფო დუმაში საპასუხო კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც დასავლეთის პოლიტიკოსების მიმართ ანალოგიური სანქციების ამოქმედებას ეხება.
ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის გადაწყვეტილებაზე კი უკვე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყებამ, თუმცა იმაზე მეტი, რომ “ეს ხელს არ შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობებს,” ლავროვის სამინისტრომ ჯერჯერობით ვერაფერი თქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100