სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაღუპული ბავშვის მამა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – სენაკში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

სენაკში, სოფელ ბეთლემთან შემზარავი ტრაგედიისას დაშავებული მამაკაცი, გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის მამა ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული. ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

ხევში გადავარდნილ მანქანაში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან 53 წლის ბაბუა, კაპიტონი და 7 წლის საბა მამულია გარდაიცვალნენ. მძიმედაა ბავშვის მამა და კიდევ ერთი მეზობელი. ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არიან.

როგორც ირკვევა, საბა მამასთან ერთად ბაბუასთან სტუმრად იყო ჩასული სოფელ უშაფათში. წუხელ კი ოჯახის წევრები მდინარე ტეხურზე წავიდნენ. ავარია უკან გზაზე მოხდა, როდესაც ისინი სოფელში ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, საჭესთან კაპიტონ მამულია ნასვამი იჯდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100