სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალბათ მეგანმა ვერ შეამჩნია, პრინცი ჰარი დახეული ფეხსაცმლით რომ დადის

რამდენიმე დღის წინ მეგან მარკლმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა - სასეკსის ჰერცოგინიას 37 წელი შეუსრულდა. დღის პირველი ნახევარი სამეფო ოჯახთან გაატარა, ხოლო საღამოთი ის და ჰარი მეგობრის საქორწინო წვეულებაზე წავიდნენ. პაპარაცები მათ მარშრუტს მთლიანად დაყვებოდნენ და ყოველ მომენტში უღებდნენ ფოტებს, სწორედ აქ გამოიკვეთა ერთი უსიამოვნო დეტალი - პრინც ჰარის ფეხსაცმლის ძირი გახვრეტილი აღმოაჩნდა. ინტერნეტში ვირუსივით სწრაფად გავრცელდა ეს ფოტო, რომელსაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა: "ალბათ მეგანმა ვერ შეამჩნია, პრინცი ჰარის დახეული ფეხსაცმელი"; "მეგანი უყურადღებო მეუღლეა"; "ეს როგორ გამოეპარა მზრუნველ ცოლს" და ა.შ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100