თეა წულუკიანმა ახალდაბის მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა
იუსტიციის მინისტრი სოფელ ახალდაბაში იმყოფებოდა. თეა წულუკიანმა ჩაქცეული გზის იქით დარჩენილ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა − ურიკები, ბარები; რეზინის ჩექმები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი ჩაუტანა, რაც იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებმა გაიღეს.
ნივთები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით შეგროვდა. 14 ივნისს იუსტიციის მინისტრი ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაფრინდა ახალდაბაში, ადგილობრივებს გაესაუბრა და მათგან მიიღო ინფორმაცია, თუ რა ტიპის დახმარებას საჭიროებდა ჩაქცეული გზის იქით დარჩენილი მოსახლეობა. სწორედ მათი თხოვნის გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრომ გენერატორიც შეიძინა, რომელიც ახალდაბის მოსახლეობას კომუნიკაციების აღდგენამდე ელექტროენერგიით მოამარაგებს.
დღესვე სტიქიის ზონაში სამედიცინო პუნქტიც გაიხსნა, რომელიც მოსახლეობას პირველად დახმარებას გაუწევს.
კომენტარი