სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა უფულობის კიდევ ერთი მავნე თვისება აღმოაჩინეს

იმ ქალბატონებსა და მამაკაცებს რომლებიც ფულსა და ფინანსურ პრობლემებზე ხშირად ფიქრობენ, ავიწყდებათ სწორად კვება და ჭარბწონიანობის მსხვერპლნი ხდებიან.

აღნიშნულ ფაქტს განაპირობებს ის გარემოება, რომ ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანები, ბევრს ჭამენ და საკვების მეშვეობით ნერვული სისტემის დამშვიდებას ცდილობენ. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანები დაბალფასიან საკვებს ირჩევენ, რაც მათ ჯანმრთელობასა და წონას კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მაიამის უნივერსიტეტის მკვლევარები ავრცელებენ. მათივე განმარტებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ფინანსურად მყარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შიმშილს გაცილებით უფრო დაბალკალორიული საკვებით იკლავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100