"პანდემიის დასრულებისგან შორს ვართ, წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, რომ კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე შეშფოთება გამოხატა იმ უარყოფითი შედეგების გამო, რაც პანდემიას ჯანდაცვის სერვისების, განხორციელებაზე, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანდაცვაზე აქვს.
“პანდემია დასრულებისგან შორს არის, ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა და ბევრი საქმე გვაქვს. მე კვლავ მოვუწოდებ მსოფლიოს სოლიდარობისკენ და ეროვნული ერთობისკენ, რათა დავუპირისპირდეთ ამ პანდემიას“ - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
კომენტარი