სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო გაერთიანდა - მოქალაქეები ერთმანეთს არჩევნებისთვის ტრანსპორტირებას, ფულს, ღამის გასათევს სთავაზობენ

საქართველო გაერთიანდა - მოქალაქეები ერთმანეთს სოლიდარობის არნახულ მაგალითს აძლევენ. ამ წუთებშიც ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, რათა არჩევნებზე ყველამ შეძლოს ხმის მიცემა. "ჯგუფ "დაიტოვეში" და "პლატფორმა 26-ში" თბილისიდან რეგიონებისკენ მიმავალ მგზავრებს ხალხი უფასო ტრანსპორტს, უფასო ღამის გასათევს, კვებას და ხარჯების ანაზღაურებასაც კი სთავაზობს. ერთამენთს უთმობენ საკუთარ ავტომობილებსაც კი. რამდენიმე დღით ხანგრძლივი ემიგრაციიდან სამშობლოში ბრუნდებიან ემიგრანტებიც. არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა ხვალ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინონ.

უკანასკნელი საათების განმავლობაში ჯგუფ "დაიტოვეში" ასობით პოსტი და კომენტარი დაიწერა:

"ხვალ საღამოს 7 ის მერე, ქუთაისამდე შემიძლია გავიყოლო 4 ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ. ვისაც გინდათ დამეკონტაქტეთ ".

"სასწრაფოდ დავაფინანსებ 10 ადამიანს რაჭაში წასვლის მსურველს. ონი,ღები, ჭიორა, გლოლა. ხმის ოპოზიციური პარტიის მისაცემად. კვება და უკან დაბრუნება."

"ზეგ დამკვირვებელი ვარ და ამიტომ ხვალ შემიძლია ჩემი მანქანით და საწვავით 4 (გაჭირვებით 5) ადამიანი წავიყვანო, თბილისიდან 150 კმ მანძილზე. გავიმარჯვებთ სახელოვნად".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100