მამა გიორგი მამალაძემ სტრასბურგში დავა მოიგო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და მე-6 მუხლის მეორე ნაწილი.
საჯარო სასამართლო განხილვა, რომელზეც მიუთითებს ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი, იცავს პროცესის მონაწილეებს ფარული მართლმსაჯულებისგან, რომელზეც არ ხორციელდება სამოქალაქო კონტროლი.
საჯარო განხილვით იზრდება ნდობა სასამართლოს მიმართ. ხილული მართლმსაჯულება ხელს უწყობს ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დაცვას. სამართლიანი სასამართლო განხილვა არის გარანტია, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ფუნდამენტური დემოკრატიის საზოგადოებას.
მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები იცავენ საჯაროობის პრინციპს, მათ კანონმდებლობაში არსებობს პრაქტიკა, რომელიც იძლევა განსხვავებული მოქმედებების საშუალებას, თუმცა ფორმალური ასპექტი არის მეორეხარისხოვანი ძირითად პრინციპებთან შედარებით, რომლის ზედმიწევნით დაცვასაც მოითხოვს ევროკონვენცია"- წერია გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს.
კომენტარი