სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალში მესამე რუსული სასაზღვრო საგუშაგო გაიხსნა

აფხაზეთში მორიგი სასაზღრო საგუშაგოს მშენებლობა დასრულდა. გალის რაიონში ეს უკვე მესამე საგუშაგოა, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველაზე დიდია თავისი მასშტაბით. ობიექტი ისეთი თანამედროვე მოწყობილობებითაა აღჭურვილი, როგორიცაა თავლა და პავილიონი სპეციალურად გაწრთვნილი ძაღლებისთვის.

მთლიანად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი 18 სასაზღვრო საგუშაგოს გახსნას გეგმავს. მართალია, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გაკონტროლებას ერთობლივად ისახავს მიზნად, მაგრამ აფხაზი მესაზღვრეები უკვე თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს რუსებმა, რომელთაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ახლა ადგილზე კომფორტს უქმნის, რათა რუსი ოფიცრები გალის რაიონში საკუთარი ოჯახებით ჩამოსახლდნენ და სამხედრო ქალაქში იაპონური სტილით ნაგები შადრევნებით დატკბნენ.

რუსეთის ფსბ-ს აფხაზეთის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი წვლილი უსაფრთხოებაში საკმაოდ დიდია, მითუმეტეს, მოახლოებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და იმ აფხაზ ექსპერტთა ანალიზის ფონზე, რომლებიც აცხადებენ, რომ დაგეგმილ არჩევნებში გალის რაიონის “ხმების მონადირებაზე სერიოზული კონკურსი” იქნება გამოცხადებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100