ლუდის ტრადიცია და თანამედროება
არცერთ სხვა მხარეს დედამიწაზე არ გააჩნია ბავარიაზე ხანგრძლივი ლუდის ხარშვის ტრადიცია. ბავარიაში შეგვიძლიათ ვნახოთ ევროპაში ლუდის ხარშვის უძველესი მტკიცებულებები - ჩვ. წ . აღ-მდე 800 წლით დათარიღებული კელტური ლუდის ამფორა, ასევე შემორჩენილი, ალაოს უძველესი საწარმო და ლუდსახარში, სადაც ლუდი თანამედროვე ტექნოლოგიით მზადდება. საწარმო კი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვის 179 წლით (ბავარიის ოკუპაციის პერიოდი რომაელთა მიერ).
ბავარიაში ლუდი სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოში სხვაგან არსად არ იგრძნობა ისეთი მჭიდრო კავშირი ხალხსა და ლუდს შორის როგორც ბავარიაში. ლუდი და ბავარია თითქმის სინონიმებია. ამგვარად ბავარიული ლუდსახარშები მარტო კომერციული საწარმოები როდია; ისინი ასევე კულტურის აუცილებელი ნაწილის მცველებიც არიან.
ლუდი ყველგან სასიამოვნო სასმელად ითვლება. საშუალოდ ბავარიელი დაბადებიდან სიკვდილამდე წელიწადში დაახლოებით 150 ლ ლუდს მოიხმარს, რითაც ბავარია გერმანიის მხარეებს შორის ლუდის მოხმარების სიის სათავეშია.
ზაფხულში ყველა გზა საბოლოოდ ლუდის ბარისკენ მიდის. სწორედ აქ ელოდება ძალზე პოპულარული და ყვითელ ოქროდ წოდებული გამაგრილებელი სასმელი როგორც ტურისტებს ისე ადგილობრივ მაცხოვრებლებს. სწორედ აქ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ბევრი ბავარიელი ირჩევს დასვენებას მეგობრებთან და კათხა ლუდთან ერთად.
ბავარიული ლუდი განსაკუთრებულად უყვართ საქართველოშიც. „გემრიელი, მსუბუქი და სასიამოვნო დასალევი...“ - ასე ახასიათებენ ქართველი მომხმარებლები ლუდი Kaiser-ს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლზე განახლებული შეფუთვით გამოჩნდა.
ლუდი Kaiser-ის ისტორია კი 1522 წლიდან იწყება, როდესაც პრინც ეპისკოპოსმა Bamberg-დან Weigand von Redwitz-მ გამოსცა ოფიციალური ლუდის ხარშვის ნებართვა სოფელ Neuhaus-ში. პერიოდულად გერმანიის სხვადასხვა რეგიონში იმართებოდა ტრადიციული ლუდის ფესტივალები. ერთ-ერთი შეჯიბრის გამარჯვებულად ბავარიის გარეუბანში მცხოვრები ლაუსის საგვარეულო რეცეპტით დამზადებული ლუდი გამოვლინდა . ლუდი აღიარეს როგორც სამეფო ლუდი. 1929 წელს ლუდ კაიზერს ოფიციალური კომერციული რეგისტრაცია მიენიჭა და დღეს დღეისობით მისი ქარხანა წარმოდგენილია კომპანია Kaiser Bräu GmbH & Co.KG, - ის სახით, Neuhaus-ში.
კომენტარი