პრემიერისა და გუბერნატორების სამუშაო შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. პრემიერმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. მთავრობის მეთაური ასევე დაინტერესდა, რამდენად არიან მზად რეგიონები ტურისტული სეზონისთვის.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.
კომენტარი