ფოტოგრაფი, რომელიც ქართველ გოგონებს აშიშვლებს
ივანე გოლიაძე 29 წლის თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელსაც უკვე კარგად იცნობს ქართული საზოგადოება.
განსაკუთრებული პოპულარობით მისი Nude (შიშველი) ფოტოები სარგებლობს, რომელთა მთავარი გმირები ქართველი გოგონები არიან. როგორც წესი ქართველი ქალის სიშიშვლე საზოგადოებაში პროტესტის გრძნობას იწვევს, თუმცა ივანეს შემთხვევაში ეს არ ხდება, ვინაიდან მისი ნამუშევრები არ არის ვულგარული და თავისუფალია ყოველგვარი პორნოგრაფიისგან. ივანეს განსაკუთრებული ხედვა, მისი ფოტოების თვალიერებისას კარგად ჩანს. ის საზოგადოებას ქალის სხეულს, როგორც სილამაზის საწყისს ისე წარმოუდგენს.
კომენტარი