სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2%-მდე ნარჩუნდება

15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.5%.

დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სწორედ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული იმ შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედებს. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ცნობისთვის, 14 თებერვლის მონაცემებით, დღიური მაჩვენებელი 1.85% იყო.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 739 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 258 732-მდე. დღე-ღამეში გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 3 363 პირი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, მთავრობამ 4 თებერვალს შეზღუდვებს დაგეგმილზე ადრე გაუქმება გადაწყვიტა, თუმცა, მათი მცირე ნაწილი კვლავ ძალაში რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100