შორენა ბეგაშვილი აღარ იხდის, გიორგი თარგამაძე „გვაბოლებს“, სუბარი წაუფაშისტებს...
წინასაარჩევნოდ, პარტიები და პოლიტიკური სიფათები მხოლოდ დაპირებებით ღაღადებენ. ამ მიეთ-მოეთში კი ხან ისეთი რამ გაუძვრებათ ხოლმე, შეიძლება ჭკუიდან შეირყე. ხსნა ერთადერთ რამეშია - კიდევ კარგი, მათ გამარჯვება არ უწერიათ. ყოველ შემთხვევაში, ისე სოლიდურად ვერ მოვლენ ხელისუფლებაში რომ დანაკვეხნი რეალობად აქციონ.
ამ შემთხვევაში სულაც არ მოგახსენებთ ქდმ-ს არც მუქთა წყალზე, არც იაფ გაზზე და არც იაფ დენზე. იმ დანაკვეხნზე მოგახსენებთ, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ დასცდა ყოფილ ომბუდსმენს.
როცა გაირკვა, რომ ბატონი სუბარი აღარ იყო ალასანიას გუნდის კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე, ტელეარხებმა, როგორც წესია, კომენტარი აართვეს. მანაც რა ბრძანა? ესაო, ისაო და ეს თავისი ციცერონული სპიჩი დაასრულა ფრაზით – „ჩვენი მიზანია `ნაციონალების~ განდევნა საქართველოდან“.
მას არ უთქვამს, „ნაციონალების“ განდევნა ხელისუფლებიდან. ეს ფრიად მისაღები ფიგურალური ნათქვამი იქნებოდა ბატონი ოპოზიციონერის მხრიდან. აბა, იმ ოპოზიციის რა ვთქვი, მმრათველი პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა რომ სწადია, მაგრამ ქვეყნიდან განდევნა რას ნიშნავს?
ე.ი. ალასანია თუ ხელისუფლებაში მოვიდა, „ნაციონალები“ ქვეყნიდან უნდა განდევნონ? ამას გვიმალავდნენ აქამდე? თან, უკლებლივ ყველა „ნაციონალი“? რიგითი აქტივისტებიდან დაწყებული მიშათი დამთავრებული?
და ამას ამბობს ის, ვინც გუშინ ჩვენს უფლებებს იცავდა? და ამას ეძახის ბატონი ექსომბუდსმენი დემოკრატიას?
რას უნდა ველოდოთ მათი გამარჯვების შემთხვევაში, ათიათასობით ადამიანის ქვეყნიდან გაძევებას? მე შენ გეტყვი და, „ნაცმოძრაობაც“ ხუთკაციანი პარტია არ იყოს, ზოგ-ზოგი წუკუ-წუკუ პარტიასავით.
და ეს განცხადება შეთანხმებული ჰქონდა ბატონ სუბარს თავის თანაგუნდელებთან? და ალასანიასაც ეს უნდა? თუ ეს შეთანხმებული არ იყო, გამოვიდა კი ვინმე და გაემიჯნა ბატონი სუბარის ამ პროფაშისტურ განცხადებას?
ეგენი უნდა ავირჩიოთ, ვინც ჯერ მოსული არაა და უკვე „აქშა-აქშას“ გაიძახის?
ან ვინ უნდა ავირჩიოთ, ბატონი ძიძიგური, ბათქა-ბუთქი რომ ატეხა და მერე მთლად უარესი, გავეშებულმა რომ დაიფრინა ხალხი?
ან თარგამაძის მუქთა წყალ-ღვინო და იაფი გაზი ვის რად უნდა, როცა მათ ლოგიკა არ გააჩნიათ არც მუქთად და არც ორ შაურად? ალბათ, ზოგიერთი მეტყვით, როგორ არა აქვს ლოგიკა, მშვენიერი ორატორიაო.
იქნებ ამიხსნას ქალბატონმა მაგდალინა ანიკაშვილმა, როცა გამოდის და რიხით გვამცნობს, „ქრისტიან-დემოკრატების“ ზეწოლით ხელისუფლებამ თუმანი წაუმატა პენსიასო, ეს პროგრამა შენარჩუნდა, ეს გაკეთდა, ის გაკეთდაო. დავუშვათ და ასეა და მართლა მათი ზეწოლით განხორციელდა ყველა ეს სიკეთე. ამით მხოლოდ ის მტკიცდება, რომ ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს.
აბა, რომელი დესპოტი და ტირანი გააკეთებს რამეს ერთი მუჭა ოპოზიციის ზეწოლით? ხოდა, საქმეც ეგ გახლავთ, ეს „ქრისტიან-დემოკრატები“ ცალი ყბით იმას გნიასებენ, ქვეყანაში დემოკრატია არააო და მეორე ყბით ისეთ რამეს ამბობენ, რომელიც მხოლოდ დემოკრატიის არსებობაზე მეტყველებს და სხვა არაფერზე.
თუ ერთი მუჭა ოპოზიციის ზეწოლით რამე ხორციელდება, ეს მხოლოდ დემოკრატიულობისა და გამო, თორემ ახლა რომელი ბაყბაყ დევი თარგამაძე მყავს და რომელი „მაკბეტავსკი ვედმა“ მაგდა ანიკაშვილია, რომ მაგათი ვინმეს შეეშინდეს?
მაგრამ რა უნდა მოსთხოვო მარტო პოლიტიკოსებს, როცა შენი ქვეყნიდან გუშინ წასული პაპსავიკი დგას და იმ არმიას უმღერის, რომელმა არმიამაც მიწა წაგართვა და ბიჭები დაგიხოცა.
ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდა და აბუჩად აგდება, როცა მოგთხოვენ, რომ უმღერო იმას, ვინც გუშინ შენი ერი ჩეხა და ჟლიტა? ბომბებს გვესროდნენ, ხო არ გვეგუნდავებოდნენ, არა?
ყველაზე დიდი უბედურება კიდე, იცი, რა არის? ის ქალბატონი აქ ჩამოვა. არავინ ითხოვს სუბარივით ვინმეს საიდანმე გაძევებას, მაგრამ ზუსტად ვიცი, ქართული ტელეარხები მისცვივდებიან და ისევ გამოაცხობენ ვრცელ სიუჟეტებს, თუ ვინ უყვარდა ქეთას თბილისში, ვინ რას უწერდა პულივიზატორით.
თან ისეთი გზნებით ააჩუხჩუხებენ ამ სიუჟეტებს, გეგონება ეკატერინე ჭავჭავაძის გარდასულ ტრფობაზე გვიამბობენ. მეტიც, ბოლოში უეჭველი მადლობას გადაუხდიან მიცემული ექსკლუზივისთვის. ჩვენ ხომ ერი ვართ, სადაც ყველას ყველაფერი რატომღაც უცებ ავიწყდება?

აგერ, ბატონო, „პლეიბოის“ მოფამფალებულმა ბებერმა პატრონმა ნოვაცია შემოგვთავაზა, ჟურნალს სათვალეებს ატანს, რომ ტიტველი ქალები სამ განზომილებაში ვნახოთ. ამ ამბავს დიდის ამბით გამოეხმაურა ჩვენი ტელევიზია და, რა თქმა უნდა, კომენტარი სთხოვეს ქართული ეროტიზმის ადგილის დედას - შორენა ბეგაშვილს. შორენამ ისე შეიცხადა კვლავ გახდა, გეგონება, ბეგაშვილი კი არა, კოლონკელიძე იყო და ვინმემ ძალით გახადა მაშინ ხოხბისყელისფერი საწმერთული.
გეგონება, სხვა რამითაა გახდა პოპულარული თუ არა გახდით. მოუტრიალდა ვინმეს ენა რომ ეკითხა, ახლა რომ ასე შეიცხადე, მაშინ რას იხდიდიო?
ეჰ, შორენას კი არა, პასუხს ამ ქვეყანაში ლამის ნოღაიდელს და ბურჯანაძეს არ სთხოვენ, როცა ისინი ნამეტნავად აჭიკჭიკდებიან ხოლმე. ძველს ვინ ჩივის, აგერ, ბატონო, ნოღაიდელმა თავისი აქტივისტები გადაყარა. 2 თვე ჯამაგირი არ მიუცია. აუბუნტდა ხალხი. თან, არ იკითხავთ, თითო კაცზე რამდენი ყოფილა ეს დავალიანება? ასი ლარი.
ერთი მოკრძალებული კითხვა მაქვს მათთვის, ვინც მოატყუეს, 2 თვე კარდაკარ აწანწალეს და ბოლოს ასი ლარიც არ მისცეს.
თქვე კაი ხალხო, თქვენსავით მოტყუებულებზე დავით კლდიაშვილმა „სოლომან მორბელაძე“ დაწერა. იმ სოლომონს ფული არ მისცეს, მაგრამ ხარის ტყავი მაინც მიუგდეს ბოლოს. თქვენ ეგეც არ გერგოთ.
ას ლარად როცა უდგებოდით ნოღაიდელს მოჯამაგირედ, მაშინ რას ფიქრობდით? იტყვით, მიშას გაუხმა თავი, ისე გვიჭირს, ასი ლარის გულისთვის დავწანწალებთო. თქვე კაი დედმამიშვილებო, ნოღაიდელისთვის ძუნძულს, არ გერჩიათ, ვინმეს დასდგომოდით ძიძად და ვინმეს „პაწია“ გაგესეირნებინათ სკვერში? არ გერჩიათ იმ „პაწიას“ ტიტინი გესმინათ, იმდენი ლანძღვის მოსმენას, რაც კარდაკარ მოსიარულეებს ხვდებათ ხოლმე?
ეგ ნოღაიდელი კიდე დგას და ლევან პირველს სააკაშვილის პროექტს ეძახის, რაკიღა იმან ამას მერყევი დაუძახა. არადა, არც ერთია სააკაშვილის პროექტი და არც მეორე, ორივე ბედკრული პუტინის პროექტები არიან.
ერთი ისაა, რა, ნახა საპროექტო ხალხი. ჩემი მეზობლის ქალი დასწყევლიდა - მეტი პროექტი არ გაღირსოს ღმერთმაო.
ლევან პირველი თურმე კიდე აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. მაგათი ამბავი, იცით, რას მახსენებს? ერთ კახურ ანეკდოტს: მიტუა მიდის ვირის „ტაჩკით“. გადაეკიდა „გაიშნიკი“. არ ასვენებს. მიტუა არ უთმობს. ბოლოს `გაიშნიკი~ დაემუქრა და მიტუამაც ესროლა „მარგალიტი“ - ამ ჩემფეხებს, შენც ახლა ვირზე ნომრები არ შამიხსნაო. გვარად პირველი ქვეყნის პირველს კიდე კაი ხანს ვერ შახსნის ნომერს.
არცა მიტუა იყო მშიშარა და არც ქართველი ამომრჩეველია ისე მშიშარა, როგორც ჰგონია ამ ჩვენს ოპოზიციას. გამოდიან და გაიძახიან, კვლევებში ძაან გვისწრებს „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ხალხს ეშინია და მალავს ვის აძლევს ხმასო. და აი, ურნასთან რომ მივლენ, იქ ასე არ იქნებაო.
წეღან ვირი ვახსენე და ამ კეთილშობილ ლამაზთვალება ცხოველს კიდევ ერთხელ შევაწუხებ თქვენის ნებართვით - ვირი გინდა ღობის იქით დააბი, გინდა აქეთ - ვირად რჩება.
თუ ამომრჩეველი ისეთი მშიშარაა, რომ კანკალ-ცახცახ-თიმთიმი გაუდის, ურნასთან რანაირად გახდება ალექსანდრე მაკედონელი?
თუ ვიღაცა ფობიებს ჰყავს ატანილი, იმ საარჩევნო კაბინაშიც მოელანდება რომ უყურებენ, უთვალთვალებენ...

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)
კომენტარი