ტრაგედია ესპანეთში - დასასვენებლად წასული ქართველი ოჯახის მცირეწლოვანი შვილი ზღვაში დაიხრჩო
ესპანეთში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა - მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვაში ბანაობდნენ. მამამ წყლიდან ორი შვილის გამოყვანა შეძლო, მესამე კი, რომელიც გასაბერ ლეიბზე იწვა, ძლიერმა ტალღებმა გაიტაცა.
მაშველებმა 5 წლის გოგონას მომხდარიდან მალევე მიაგნეს. პატარას რეანიმირებას ექიმები თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მათთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.
კომენტარი