სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პეკინის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.

„პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი გაჩნდა მეხუთე სართულზე, იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართობი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე. ოპერატიულად იყო მობილიზებული 14 სახანძრო ცისტერნა, იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრეების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც აგვარიდა თავიდან ხანძრის გავრცელება. 300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა​“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

თბილისში, პეკინის 41-ე ნომერში დევნილების ე.წ. საერთო საცხოვრებელში ძლიერი ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100