ორბაკაიტემ და ბასკოვმა პუგაჩოვა-გალკინის ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნეს
მათ, ვისაც წილად არ ხვდა პატივი, დასწრებოდნენ რუსეთის ესტრადის პრიმადონისა და მაქსიმ გალკინის ქოწილს, რა თქმა უნდა, ძალიან აინტერესებთ, როგორი ატმოსფერო სუფევდა და როგორ გამოიყურებოდა, ვთქვათ, წყვილისთვის განკუთვნილი საქორწილო ტორტი.
კრისტინა ორბაკაიტემ გადაწყვიტა, უარი თქვას ამ ფაქტის გასაიდუმოებაზე და საკუთარ მიკრობლოგზე გამოაქვეყნა კულინარიის ამ შედევრის ფოტო.
დიდი თეთრი ტორტის ზედა ნაწილზე გამოსახულ ქალ-ვაჯში არავის გაუჭირდება ალა ბორისოვნასა და მაქსიმის ამოცნობა. ამასთან, გალკინი გამოსახულია, როგორც გამხდარი, სათვალიანი, მორიდებული ახალგაზრდა, რომელიც ღირსეულად უმშვენებს მხარს კაცმრავალნანახ პრიმადონას.
ამასთან, პუგაჩოვასა და გალკინის ქორწილის ამსახველი ერთი ფოტო საკუთარ ბლოგზე ნიკოლოზ ბასკოვმაც გამოაქვეყნა. ფოტოზე სწორედ ის მომენტია აღბეჭდილი, როცა პუგაჩოვა და გალკინი გაღიმებული, ბედნიერი სახეებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე და ერთმანეთს აკოცეს.
ქორწილი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჩატარდა და მას მხოლოდ წყვილის ნაღესავები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილი გახდა, ალა პუგაჩოვამ უარი თქვა ფატაზე და თეთრი ბალახონის სტილის კაბა აირჩია, ხოლო გალკინი კლასიკურად იყო ჩაცმული.
"იმედი მაქვს, ეს ჩემი ბოლო ქორწინებაა", - თქვა ქორწილამდე ერთი დღით ადრე ალა პუგაჩოვამ.
შეგახსნებთ, რომ პრიმადონა 62, ხოლო მაქსიმ გალკინი 35 წლი არიან. ისინი ერთმანეთს უკვე 11 წელია, ხვდებიან.
ქორწილში ნიკოლოზ ბასკოვი თამადობდა, ალა პუგაჩოვა ცეკვავდა, ხოლო მოწვეული ფილიპ კირკოროვი მღეროდა...
კომენტარი