ბანკმა `რესპუბლიკამ~ “მოქალაქეობრივი სოლიდარობის კვირეული” გამართა
სოციალური პასუხისმგებლობა ბანკ „რესპუბლიკის“ ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ყოველ წელს, ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალის” პოლიტიკის თანახმად, ბანკი “მოქალაქეობრივი სოლიდარობის კვირეულს” მართავს. ღონისძიების მიზანია სოციალურად სასარგებლო ღონისძიებების განხორციელება და ფიზიკური, მორალური და ფინანსური თანადგომა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
წელს კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა: სოციალურად დაუცველთათვის თანხის და ტანსაცმლის შეგროვება, სისხლის გაღება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად და პატიმრებისათვის წიგნების შეგროვება. 30-31 მაისს, ბანკ “რესპუბლიკის” სათავო ოფისის შენობაში თანამშრომლებმა ტრადიციულად სისხლი ჩააბარეს, ეზოში კი შეწირულობა შეაგროვეს. ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილი ბანკის კლიენტებმაც გამოთქვეს. ბანკ “რესპუბლიკის” რეგიონულ ფილიალებში 27-31 მაისს სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეული ჯგუფ “სოსიეტე ჟენერალის” ყველა წევრ ქვეყანაში უკვე მეექვსეე წელია მიმდინარეობს. ამ დროს მთელი ჯგუფი ერთსულოვანია და ყველა თანამშრომელი ცდილობს, გუნდური სულისკვეთება და საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმის კეთება ტრადიციად აქციოს.
ბანკი „რესპუბლიკა“
ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.
ვებგვერდი: www.br.ge
სოსიეტე ჟენერალი
„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.
ვებგვერდი: www.societegenerale.com
კომენტარი