სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტყუილით ბედნიერება არ შენდება" - აი რას ასწავლის ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე ერთ-ერთი გამორჩეული გოგონაა. დედის შოუდან საზოგადოებამ ის უცხო ენების კარგ მცოდნენ და პოზიტიურ გოგონად გაიცნო. დღეს მარიამი აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობს, მოკლედ, რომ ვთქვათ საამაყო შვილია.

როგორ მოახერხა ნანუკა ჟორჟოლიანმა ასეთი ადამიანის აღზრდა? ამ კითხვის პასუხი დღეს ტელეწამყვანმა პირად ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მარიამს სულ ვეუბნები:

1. იცხოვროს ისე, როგორც მას თავად სურს. იმიტომ რომ იყოს ბედნიერი და იმიტომ, რომ ამ საზოგადოების მოსაწონს მაინც ვერაფერს გააკეთებს. თუ ბედნიერებას შეამჩნევენ მაინც ჩაქოლავენ. გააკრიტიკებენ.

2. იყოს გულწრფელი. იმიტომ რომ ტყუილს ყველა შეამჩნევს. ტყუილით ბედნიერება არ შენდება. არც საქმე კეთდება.

3. არასოდეს იცხოვროს სხვისი ცხოვრებით. იაროს სულ წინ და ყოველთვის ჰქონდეს მიზანი.

4. ყოველთვის ის გააკეთოს რისიც ჯერა და აუცილებლად იბრძოლოს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

5. ადამიანებისთვის გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია. იმიტომ რომ ეს გახდის მას ბედნიერს.

კიდევ ბევრ რამეს ვეუბნები ახლა აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ასე ვამთავრებ. თუ გინდა იყო ბედნიერი დე, ეს ყველაფერი გაითვალისწინე. ბედნიერება კი აუცილებელია როცა ერთხელ იბადები.“ - წერს ნანუკა პირად ფეისბუქ გვერდზე.

ასევე იხილეთ:

ყველა დედა, რომ ასეთ დარიგებას აძლევდეს შვილებს, სამყარო უკეთესი იქნებოდა

წერილი, რომელიც ჩაპლინმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა

ეს წერილი რონალდ რეიგანმა საკუთარ ვაჟს ქორწილის წინ მისწერა

არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე:ჰარი ბრაუნის წერილი შვილს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100