სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მე-5 კლასელი ბავშვი მანქანით გაიტანა

ოზურგეთის სოფელ მერიაში, მე-5 კლასელ ბავშვს, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ჯურკველიძე დაეჯახა.

როგორც სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთო კეჭაყმაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბავშვი სკოლის წინ, ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელიც მანქანას ატარებდა, მათთან ხელშეკრულებით მუშაობს. მანქანა კი, არა საპატრულო ეკიპაჟის, არამედ სამსახურეობრივია.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის ამ წუთებში რეანომობილით ქუთაისში გადაჰყავთ.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ჯურკველიძეს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და ის დაზარალებულს პატრონობს.

საქმე აღიძრა პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ 276- მუხლის მე-5 ნაწილით.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100