როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის. გასაბერი თუ კარკასული?
ზაფხულიდადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლადაგარაკებისა და სოფლებისაკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდათ იგრძნოთ წყლის სიგრილე, მიიღოთ რუჯი ყველასგან განმარტოებით სიწყნარეში, ან მხიარულად გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენების დღეები, საუკეთესო გამოსავალი აუზის შეძენაა. თუმცა რა უნდა გააკეთოთ თუ ეზოს სივრცე პატარაა და არც დიდი თანხების დახარჯვა გსურთ? საუკეთესო გამოსავალი ამ დროს გასაბერი, ან კარკასული აუზის შეძენაა.
ამ სტატიაში გაიგებთ, თუროგორ შეარჩიოთ სწორად კარკასული
და გასაბერი აუზები და სად შეიძინოთ ისინი საუკეთესო ფასად.
კარკასული და გასაბერი აუზების უპირატესობა ის არის, რომ ძალიან მარტივიამისი მოვლაც და მონტაჟიც, არ საჭიროებს მიწის ამოთხრას და მთელ რიგ სამშენებლო სამუშაოებს. რაც მთავარია, ბევრად უფრო ეკონომიურია.
იმისათვის რომ გაგვეგო, თუ როგორუნდა შევარჩიოთ სწორად
აუზი და რომელი ბრენდია ყველაზე გამძლე და გამოცდილი, საქართველოში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების
ქსელ „გორგიას“ ვესტუმრეთ.
როგორც „გორგიას“ სპეციალისტმა გვითხრა, აუზები უნდა შეირჩეს მომხმარებლის ასაკისა დაეზოს სივრცისმიხედვით.კერძოდ:
0-3 წლამდე ბავშვებისთვისუმჯობესია
15-20 სმ-დე სიღრმის აუზის შეძენა. ასევე სასურველია აუზს ჰქონდეს გადახურვა, რადგანბავშვი
დაცული იყოს პირდაპირი მზის სხივებისგან. პატარა ზომის გასაბერ აუზებს „გორგიაში“ 6.85 ლარიდან შეიძენთ, ხოლო გასაბერ აუზს
გადაფარვით 41 ლარად. გორგიაში შეგიძლიათ ასევე ნახოთ გასაბერი აუზი წყალქვეშა სამყაროს
სურათებით, რომლის ფასია 29.2 ლარი.
3-7 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 50სმ-დე სიღრმის როგორც გასაბერი, ასევე კარკასული აუზები. „გორგიაში“ სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აუზები დაგხვდებათ, რაც ნამდვილად არ მისცემს ბავშვს მოწყენის საშუალებას. მსგავსი ტიპის აუზებს გასაბერს 80, ხოლო კარკასულს 211 ლარიდან შეიძენთ „გორგიაში“.
7-12 წლამდე სკოლის ასაკის ბავშვებისთვისსასურველია 1 მეტრამდე სიღრმის კარკასული აუზი შეიძინოთ, რომელიც სიგრძეში 2-3 მეტრია. ასეთი აუზები კომფორტულია და თავისუფლად ცურვის საშუალებას აძლევს მოუსვენარ ბავშვებს. მსგავსი ტიპის აუზების ფასი „გორგიაში“ 273 ლარიდან იწყება.
გასაბერი აუზი მთელი ოჯახისთვისგათვლილია რამდენიმე ტონა წყალზე, რაც საკმარისია ერთდროულად 6-7 ადამიანის გასაგრილებლად. შეძენის დროს გასათვალისწინებელია ის, რომ კარკასი უნდა იყოსკოროზიის გამძლემეტალისგან, რადგან გაუძლოს ერთდროულად რამდენიმე ადამანის თამაშს, არ დაზიანდეს და დეფორმირდეს.
ასეთი კარკასული აუზების სიღრმე 1 მეტრიდან 1.3მ-მდე მერყეობს, სიგრძე კი 3-დან 4.5მ-მდეა. აუზის სიგანე საშუალებას მოგცემთთავისუფლად იმოძრაოთ და გაერთოთ სხვადასხვა ტიპის წყლის თამაშებით: მაგალითად ფრენბურთი, ყვინთვა და სხვა. საოჯახოაუზები „გორგიაში“ არის სხვადასხვა ზომის, ასევე სასურველი კომპლექტაციებით,სადაც შედის აუზი, წყლის ფილტრი, კიბე, სატუმბი და სარემონტო წებო. ასევე სასურველია აუზის დასაფენების შეძენაც, რაც უფრო დაცულს ხდის აუზს გარეგანი დაზიანებისგან. დიდი ზომის კარკასული აუზის ფასები მერყეობს 353 ლარიდან 1394 ლარამდე.
„გორგიაში“ წარმოდგენილი გვაქვს მსოფლიოში წამყვანი ბრენდის ბესთვეის აუზებისა და აქსესუარების დიდი არჩევანი. ჩვენთან შეგიძლიათ აუზების გარდა შეიძინოთ მათი მოვლის ნებისმიერი აქსესუარები, კამერები, წყლის სათვალეები და სხვა აქსესუარები, რაც მთავარია საუკეთესო ფასად მთელი ქვეყნის მასშტაბით. აუზები გორგიას შვიდივე ფილიალშია წარმოდგენილი.“-განაცხადა ჰიპერმარკეტის წარმომადგენელმა.
ასე რომ ეწვიეთ გორგიას, შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის აუზები საუკეთესო ფასად და გაუმკლავდით ზაფხულის ცხელ დღეებს.
კომენტარი