სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 წლის ბიჭს დედა ხელით ატარებს!

ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ბავშვების ჯანმრთელობაა. წარმოიდგინეთ, როგორ განიცდის დედა, როდესაც შვილების ტანჯვას უყურებს და ვერაფრით შველის.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 17 წლის კობა სვანაძეს და მის დედას, ქალბატონ ქეთევანს გაგაცნობთ.

მათ არ გაუმართლათ ცხოვრებაში. კობას ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა, ოთხივე კიდურის პარეზი, ეპილეფსია, მხედველობის პრობლემა აქვს. მას ჩაუტარდა ორი ოპერაცია. მაგრამ, მიუხედავად ამისა კობა ვერ დადის, ვერ მეტყველებს და დამოუკიდებლად ვერ ჯდება. ახლა დედა–შვილი ქირით ცხოვრობენ ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს, ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე.

დედა აგერ უკვე 17 წელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს ხელით ატარებს. კობა მხოლოდ 14 კილოგრამს იწონის, ეტლში ჯდომა ძალიან უჭირს. მხოლოდ დედასთან ჩახუტებულს შეუძლია დაივიწყოს გაუსაძლისი ტკივილები, რომლებიც მას დაბადებიდან ტანჯავს.

„17 წელია ნორმალურად არ მძინებია, როდესაც კობა ტირის, მას ხელში ვიყვან და აქეთ-იქით დავდივარ, ვუმღერი და ზღაპრებს ვუყვები. ჩემი ხმა რომ ესმის, წყნარდება და მიღიმის. მე მისი ღიმილი უბედნიერეს ადამიანად მაქცევს. კობა ვერ მეუბნება რა სტკივა, რატომ ტირის, მე კი უნდა მივხვდე და ვუშველო. ეს ძალიან მძიმეა“ - ამბობს ქეთევანი და ცრემლებს ვერ იკავებს.

რამდენიმე ხნის წინ, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქეთევანის უფროსი შვილი 28 წლის გურამს პერიტონიტი დაემართა, დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა რომ სამი ოპერაციის გადატანა მოუხდა.

მოგიწოდებთ ყველას, არ დარჩეთ გულგრილი ამ ადამიანების მიმართ. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები) მათ მომავლის იმედს ჩაუსახავს და ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ სვანაძეების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კობა სვანაძე) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/162/

ერთი ადამიანის გადარჩენით, გადავარჩენთ მთელ მსოფლიოს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100