სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე ის მიყვარს“ - რა ისტორია გაიხსენა ირინა ონაშვილმა სანდრა რულოვსზე

ირინა ონაშვილმა სოციალურ ქსელში გააზიარა დრონი.ჯი-ს სტატია სადაც საუბარია იმაზე თუ როგორ გააოცა სანდრა რულოვსმა თავისი უბრალოებით თვითმფრინავის მგზავრები და ამ ლინკს საკუთარი ისტორია დაურთო.

„არასდროს დამავიწყდება ის დრო, როცა კონკურსზე მივდიოდი ჩინეთში დამირეკა ახლობელმა რომელიც სანდრასთან დაახლოვებული პირი იყო, (მაშინ სანდა პირველი ლედი არ იყო) მითხრა რომ სანდრას უნდოდა ჩემთან შეხვედრა, მალევე შედგა ეს შეხვედრა... გადმომცა წიგნი ჩინეთის ისტორიაზე, და მითხრა რომ ის ჩემი გულშემატკივარი იყო და წარმატება მისურვა, ამის შემდეგ არც ისე ხშირად, შევხვედრილვართ ერთმანეთს და ყოველთვის (შორიდანაც კი) სითბოთი მესალმებოდა, და კიდევ მთავარი როდესაც ჩვენს ოჯახს მძიმე პერიოდი ქონდა ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გამამხნევებელი წერილი გამომიგზავნა. I love her“ - წერს ირინა ონაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100