თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა
თიბისი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას
და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას. ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია,
რომელსაც ახალი ფუნქციონალი - IBAN-ის QR კოდით
გაზიარება დაემატა.
იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი
QR-ის საშუალებით:
·
შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“
·
შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება
·
გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად
·
დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას
·
ადასტურებს გადარიცხვას
·
თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება
ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის,
მომხმარებლებს QR-ის
დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც შეუძლიათ.
თიბისი განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების
განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის.
ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია.
დეტალური
ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share
კომენტარი