როდის გახდება ვაქცინა ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის – ამირან გამყრელიძე დროს ასახელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება შემოდგომის ბოლოს/ზამთრის წინა პერიოდში ან მომავალი წლის დასაწყისში.
„ვაქცინა აუცილებლად იქნება… რაც შეეხება საქართველოს – ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს… ოქსფორდის ვაქცინა ახსენეთ, რომელიც AstraZeneca-სთან ერთად კეთდება…. გვაქვს უკვე წინასწარი მოლაპარაკებები AstraZeneca-სთან. და ასევე, ჩვენ ძირითად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვაქცინების გლობალურ ალიანსთან”, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ გადაცემაში ისიც აღნიშნა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლისთვისაც ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.
კომენტარი