2500 ლ. -მდე დაფინანსება შენი იდეისთვის!
ყოველ დღე ვიღვიძებთ, ზოგიერთი ჩვენგან მიდის უნივერსიტეტში, ზოგიც სამსახურში, არიან ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, არიან ინდივიდები, რომელთაც დისტანციური სამუშაო გრაფიკი აქვთ და სახლიდან, კაფედან, საერთო სამუშაო სივრციდან Co Working Space-დან მუშაობენ.
ზოგს აქვს ბედნიერება აკეთოს ის საქმე, რომელიც ძალიან უყვარს, არიან ადამიანები, რომელთაც ყოველდღიური რუტინა ღლით, ხედავენ იმაზე მეტს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ცდილობენ იყვნენ აქტიური მოქალაქეები და აკეთონ კიდევ უფრო მეტი.
ჩვენ გარშემო უამრავი პრობლემაა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც გამოცდილება გააჩნიათ უამრავ საინტერესო სფეროში და საზოგადოებისთვის გაზიარება სურთ.
ამჯერად პრობლემა შეიძლება იყოს ფინანსური რესურსის არქონა.
· ხარ არტისტი და გსურს საკუთარი შესაძლებლობები ფართო საზოგადოებას გააცნო?
· ხარ ნიჭიერი დამწყები მუსიკოსი და აპარატურის სრულყოფისთვის თანხა არ გყოფნის?
· ფლობ ინფორმაციას ადამიანთა უფლებებზე, სხვადასხვა საინტერესო სფეროს შესახებ, რომელთაც შენი აზრით ბევრი ადამიანი გამოიყენებს და ჩაატარებდი ტრენინგს, თუმცა ფინანსები არ გყოფნის?
· იქნებ სულაც გსურს მწვანე საფარი შემატო ჩვენ ქვეყანას ან დასუფთავების აქცია განახორციელო?
· ხარ კონკრეტული სპორტის სახეობის მოყვარული და გსურს ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების თავშეყრა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია?
მართლაც, 4 მილიონამდე ადამიანს შეიძლება უამრავი საოცარი იდეა მოუვიდეს, როლის განხორციელებას არც თუ დიდი თანხა სჭირდება.
სწორედ ასეთი აქტიური მოქალაქეებისთვის დაარსდა სოციალური პროექტი ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების თავშეყრა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია?
მართლაც, 4 მილიონამდე ადამიანს შეიძლება უამრავი საოცარი იდეა მოუვიდეს, როლის განხორციელებას არც თუ დიდი თანხა სჭირდება.
სწორედ ასეთი აქტიური მოქალაქეებისთვის დაარსდა სოციალური პროექტი ERTAD.GE, რომლის ფარგლებში თითოეულ ადამიანს შეუძლია 2500 ლარამდე დაფინანსების მოპოვება სრულიად უფასოდ!
პროექტი კომპანია Vivus.ge-ს ფინანსური მხარდაჭერით და მისივე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება.
ERTAD.GE -ს ფარგლებში 2 წელიწადნახევრის განმავლობაში 36 პროექტი დაფინანსდა, რაც ასობით ადამიანის ჩართულობას, 36 ორგანიზატორის გამოცდილების მატებას და ამდენივე განხორციელებულ კარგ საქმეს ნიშნავს!
პროექტის წარდგენიდან მის კონკურსში მონაწილეობამდე საკმაოდ მარტივი გზის გავლა მოგიწევთ:
· კარგად ჩამოაყალიბეთ საკუთარი იდეა;
· სრულყოფილად შეავსეთ 3 საფეხურიანი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ;
· დაელოდეთ შედეგს;
ყოველი კონკურსისთვის პროექტების მიღება გრძელდება ყოველი თვის 25 რიცხვამდე, კონკურსი თვის 1-ლი რიცხვიდან იწყება და სრული 1 თვის განმავლობაში გრძელდება.
კომენტარი