მედია ჯენიფერ ლოპესის და უკრაინელი მოცეკვავის რომანზე ალაპარაკდა
„ჯენიფერი ძალიან დაკავებულია საკუთარი ახალი ალბომის პრომოუშენით, თუმცა მოცეკვავე მაქსიმ ჩმერკოვსკისთვის დრო მაინც დარჩა“ - წერს ამერიკული მედია.
44 წლის ჯენიფერი და 34 წლის მაქსიმი უკვე არაერთხელ შენიშნეს ერთად. წყვილმა ერთმანეთი ნოემბერში, American Music Awards-ზე გაიცნო, სადაც მაქსმა და ჯენიფერმა საერთო ნომერი წარმოადგინეს და მას შემდეგ მეგობრობა არ გაუწყვეტიათ.
ჯენიფერის მეგობრები აცხადებენ, რომ მაქსიმი მხოლოდ მეგობარია, თუმცა ის ფაქტი, რომ ლოპესი მოცეკვავის უმცროსი ძმის დაბადების დღეს ესწრებოდა უკრაინულ ამერიკული რომანის შესახებ არსებულ ჭორებს ამყარებს.
კომენტარი