ხობის რაიონში სამი ახალგაზრდა მოკლეს - შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ყოფილი პოლიციელია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სამი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავშია დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ბავშვობის მეგობრები არიან, რომელთა ასაკი 32-33 წელია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დრონი.ჯი-სთან საუბარში განაცხადა, ერთ-ერთი გარდაცვლილი, რომლის სახლშიც მოხდა მკვლელობა, ყოფილი პოლიციელი იყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი