სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„წყალი მარგებელის“ პროექტი „განათლებული მომავლისათვის“ 2015 წელსაც გაგრძელდება

„წყალი მარგებელის“ პროექტი „განათლებული მომავლისათვის“ 2015 წელსაც გაგრძელდება. პროექტი, რომელიც სოციალურ ხასიათს ატარებს და კონკრეტულად ჩოხატაურის რაიონის მოსწავლეების განვითარებაზეა ორიენტირებული 2014/2015 სასწავლო წლებშიც განხორციელდება.

კომპანია მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, ინგლისური ენის გამოცდაში 3 ყველაზე მაღალი შედეგის მქონე მოსწავლეს დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვებს.

„განათლებული მომავლისათვის“ უკვე მესამე წელია იღებს სტარტს და მასში წლიდან წლამდე უფრო მეტი მოსწავლე ერთვება.

ეს ჩვეულებრივი მოვლენა ვერ იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ არა კომპანია "წყალი მარგებლის" არაჩვეულებრივი სიურპრიზი - წარმატებული მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში საზაფხულო სკოლაში გაგვიშვა და სწავლის, მოგზაურობის ყველა ხარჯი თავად გადაიხადა.." - იხსენებენ 2014 წელს ბრიტანეთიდან დაბრუნებული წარჩინებული მოსწავლეები.

„პროექტი „განათლებული მომავლისათვის“ უკვე მესამე წელია ტარდება და უკვე „წყალი მარგებელის“ სოაციალური მიმართულების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ვიდანიდან ინგლისური ენის მაღალ დონეზე დაუფლება ძალზედ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში პიროვნების თვითრეალიზებისთვის და საკუთარი უნარების უკეთ წარმოჩენისთვის, გადავწყვიტეთ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მიგვეცა თანაბარი შესაძლებლობა ამ მხრივ ემუშავათ, ესწავლათ და წარმოეჩინათ თავი. შესაბამისად მიმდინარე სასწავლო წელსაც, ჩოხატაურის რაიონის მოსწავლეებს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, რაც მომავალში შესაძლებლობას მისცემთ გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის დონის ასამაღლებელ კურსებზე. მოვუწოდებთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებს, მასწავლებლებს, მშობლებს და რა თქმა უნდა მოსწავლეებს, დღეიდანვე დაიწყონ მომზადება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის , რათა მომავალში უფრო მეტი შანსი ჰქონდეთ პროექტში გამარჯვებისთვის. კომპანიის სახელით კი ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებთ“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიქტორია ჟიჟკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100