მეუღლის ძმის ცოლმა, ქეითმა ქორწილის წინ მატირა - მეგან მარკლის მძიმე ბრალდებები სამეფო ოჯახს და ინტერვიუ, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდებოდა
მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს, ამბობს, რომ თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს.
ოპრა უინფრისთან ტელეკომპანია, „სიბიეს“-ში მიცემულ ინტერვიუში პრინც ჰარის მეუღლემ თქვა, რომ მის ვაჟს, არჩის, რომელიც ახლა უკვე ერთი წლისაა, უარი ეთქვა პრინცის წოდებაზე, რადგან სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად მუქი შეიძლება ყოფილიყო მისი კანის ფერი.
„მათ, (სამეფო ოჯახს) არ სურდათ, რომ ჩემი შვილი პრინცი ან პრინცესა ყოფილიყო. შესაბამისად, არჩი ვერ მოახერხებდა სათანადო დაცვის მიღებას. ეს საუბრები აქტიურად მიმდინარეობდა ორსულობის ბოლო თვეებში. თუკი ამბობ, რომ ბავშვის სამეფო ტიტული მისი დაცვის ხარისხს განსაზღვრავს… ჩვენს შვილსაც სჭირდება დაცვა. გასნაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიას ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. თუკი, არჩის ტიტული ნიშნავს, რომ ის უფრო დაცული იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”.
მეგან მარკლიმ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ თავისი მეუღლის ძმის ცოლმა, ქეითმა ქორწილის წინ ატირა. პრინც ჰარის და მეგან მარკლის ბრიტანეთის დედოფალზე პირდაპირი ბრალდებები არ გაუჟღერებიათ.
„უბრალოდ აღარ მინდოდა მეცოცხლა, ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“, – თქვა მეგან მარკლიმ.
კომენტარი