სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქიბარ ხალვაშის საგანგებო განცხადება

ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

ბიზნესმენის განმარტებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სასამართლო პროცესზე ხდება ზეწოლა, რასაც მიუღებელი და დაუშვებელი საშუალებებით ხელს უწყობს ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის მისი დღევანდელი მენეჯმენტი და ყოფილი მმართველი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

მისივე თქმით, მათი მიზანია – სასამართლო დავა გადაიტანონ პოლიტიკურ სიბრტყეში და საკუთარი ქმედებები შენიღბონ, როგორც სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა.

"მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. არ დატოვოთ ყურადღების მიღმა მიმდინარე პროცესი. გთავაზობთ, გთხოვთ და გიწვევთ ღია თანამშრომლობისთვის, რათა, ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, მოხდეს როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის ქმედებების მკაცრი მონიტორინგი და არ დავუშვათ საკითხის პოლიტიზებისა და სასამართლოზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა.

დავაზე საზოგადოებრივი კონტროლის განსახორციელებლად, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ნებისმიერი თქვენგანის ან თქვენს მიერ შერჩეული მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მოწვევა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა.

ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ტელეკომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. ჩვენ, თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რადგან გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივი გზებით აღდგენის პროცესში არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედებები, რომლებიც შეაფერხებს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობას,"- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100