ქართველ რეჟისორს არაბული ბარების ქართველი ბავშვებით მომარაგებაში ადანაშაულებენ - ნიკოლოზ საბაშვილის პირველი კომენტარი, რომელიც ამ ამბავმა ლამის გადაიყოლა
“მაპატიეთ აქამდე ვერ გამოვეხმაურე ჩემს მიმართ ცილისმწამებლურ და ცრუ ინფორმაციას,ვერ ვიტყვი რომ არ იმოქმედა ამ ყველაფერმა,მეტსაც გეტყვით,შემზარა კიდეც,თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამის დამწერი გამომჟღავნდეს,საქმე ჩემს ლანძღვა გინებას და წყევლას არ ეხება,მე მეტსაც ავიტან და ბევრი ტალახის სროლაც ამიტანია,ღმერთმა შეუნდოთ ყველას ვინც ასე იქცევა,თუმცა მართლა საშიში ყოფილა სოციალური ქსელის დაუცველობა,იმედი მაქვს გამოძიება სწრაფად წარიმართება და გაირკვევა ამ სიბინძურის ავტორი.ეს არ არის ცილისწამება,ეს არის მკვლელობა,რომ არა ჩემ გვერდით მდგომი ადამიანები შეიძლება მართლა გადავყოლოდი ამ ამბავს. ვრცლად მოგაწვდით ინფორმაციას აზრზე რომ მოვალ,მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის” - ეს
გახლავთ თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორისა და მსახიობის
პირველი კომენტარი
სოციალურ ქსელში
გავრცელებულ ცილისწამებაზე.
საქმე ეხება
ფეისბუკ გვერდის
„საქართველო არააბების
ვერ გახდება“
გამოქვეყნებულ შემდეგ
პოსტს, სადაც
ქართველ რეჟისორს
რაბების მონამ იცის როგორ ისარგებლოს მცირეწლოვანი გოგოების გულუპრყვილობით. ბავშები ყავთ გამოჭერილი იციან, რომ ამ ისტორიას შიშით ვერავის გაუმხელენ. ეს არ არის ერთეული შემთხვევა აშკარაა, რომ ეს არის სისტემა, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული. ეს უსინდისო, ფულის სანაცვლოდ გაჭირვებული ბავშვების გახრწნაში იღებს მონაწილეობას. გააზიარეთ რათა ყველამ იცოდეს ეს ისტორია!!! რათა ვეღარ მოატყუნონ ჩვენი შვილები!!!“- წერია აღნიშნულ
გვერდზე.
გუშინ საღამოდან რეჟისორის მეგობრები აღშფოთებულები
არიან და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
კომენტარი