ერთი დოლარის ღირებულებამ კომერციულ ბანკებში, თითქმის, 3 ლარს მიაღწია
თბილისის სავალუტო ჯიხურებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.93 ლარს აჭარბებს.
უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის მოსახლეობას 1 დოლარის შეძენა 2.94 ლარად შეუძლია. ეროვნული ვალუტა გაუფასურებულია ევროსთან მიმართებაშიც. ევროს ყიდვა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 3.295 ლარადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს. ევროს ყიდვა კი 3.346 ლარადაა შესაძლებელი.
კომენტარი