"არავის გამო არ გადმომხტარა" - მამულიჩა ევა ბარბაქაძის ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„მდგომარეობა სტაბილურია, ხვალ იტყვიან საბოლოო პასუხს რა სიმძიმის დაზიანება აქვს ხერხემალს.
არავის გამო არ გადმომხტარა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება“ - ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის მეგობარი, მუსიკალური პროდიუსერი კახი მამულაშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი