უნიკალური შემთხვევა მედიცინაში: ტატუ, რომელიც პერმანენტულ ერექციას იწვევს
ირანული ქალაქის კერმანშაჰის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც ერთი უჩვეულო შემთხვევა აღწერეს: მათ საზოგადოებას მოუთხრეს ერთი 21 წლის ირანელი ახალგაზრდის შესახებ, რომელსაც პერმანენტული ერექცია დაეწყო მას შემდეგ, რაც სასქესო ასოზე შიშველი ქალის ტატუირება გაიკეთა.
მამაკაცს არაიშემიური პრიაპიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ამასთან, გაღიზიანების დროს პაციენტს ახასიათებს ავადმყოფური ერექცია, რომელიც კავშირში არაა სექსუალურ აქტთან და იმითაა გამოწვეული, რომ მოწოლილ სისხლს არ ძალუძს დატოვოს სასქესო ორგანო. მედიკოსებმა მომხდარი უკვე მონათლეს უნიკალურ შემთხვევად მედიცინის ისტორიაში.
ისინი ვარაუდობენ რომ შესაძლოა, ნემსმა, რომლითაც გაკეთდა ტატუირება, ძალიან ღრმად შეაღწია კანის ქსოვილებში და არტერიოვენური ფისტულის წარმოქმნა გამოიწვია.
როგორც ახალგაზრდა იხსენებს, ტატუირებიდან რვა დღის განმავლობაში ის გრძნობდა ტკივილს სასქესო ორგანოში, თუმცა, აშკარა ერექცია არ ჰქონია. რვა დღის შემდეგ მას ხანგრძლივი ერექცია დაეწყო - სასქესო ორგანო კვირების განმავლობაში ნახევრადერეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მედიკოსების რჩევების მიხედვით კი, თუკი ერექცია 4 საათზე მეტხანს გრძელდება, უმჯობესია, მამაკაცმა ექიმს მიმართოს.
კომენტარი