სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად შეიძლება „გაკერილი“ ქალიშვილების ამოცნობა?

ჰიმენოპლასტიკა ანუ პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით ქალიშვილობის აღდგენა ქართული რეალობისთვის კარგად ნაცნობი და აქტუალური პროცედურაა. საქალწულე აპკს ქართველი გოგონები მომავალი მეუღლეებისთვის თვალის ახვევის მიზნით იკეთებენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ზოგიერთებისთვის მიზანი საშუალებას ამართლებს. საქორწინო ბეჭდის გამო, მსგავსი ტყუილის თქმა და მისი დამაჯერებლად შეფუთვა სუსტი სქესის წარმომადგენელთა ნაწილისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ქართველ მამაკაცთა უმეტესობისთვის არაქალიშვილზე დაქორწინება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და რეალობას სულაც არ შეესაბამება. მომავალი მეუღლის უბიწოება მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის მართლაც უმნიშვნელო რომ იყოს, ჩვენს ქვეყანაში ამდენი ქალიშვილობააღდგენილი გოგო არ იქნებოდა. ჰიმენოპლასტიკის მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, რის გამოც ზუსტი სტატისტიკის მოძიება რთულია, თუმცა მიახლოებით ციფრებს თუ დავეყრდნობით, ქალიშვილობას ყოველთვიურად ათობით ქართველი გოგონა იბრუნებს.

სპეციალისტების განმარტებით, მედიცინაში ჰიმენოპლასტიკის ორი სახეობა არსებობს, დროებითი და უვადო ჰიმენოპლასტიკა. პირველ შემთხვევაში აღდგენილი საქალწულე აპკი 10-15 დღის შემდეგ იშლება, ამიტომ ამ ტიპის ჰიმენოპლასტიკას გოგონები ქორწილამდე ერთი ან ორი კვირით ადრე იკეთებენ. რაც შეეხება უვადო ჰიმენოპლასტიკას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სერიოზულ ქირურგიულ ჩარევასთან. სპეციალისტები ასევე განმარტავენ, რომ პლასტიკური ქირურგიის საშუალებით აღდგენილი ქალიშვილობის დაკარგვა ჩვეულებრივზე უფრო მტკივნეულია.

გოგონა ქალიშვილია, ქალი თუ ქალიშვილობააღდგენილი სპეციალური ექსპერტიზის საშუალებით მარტივად დგინდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2011 წელს 147 მსგავსი ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, ამ ტიპის ექსპერტიზას გამოძიების ან კერძო პირის მოთხოვნით ატარებენ. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, ნინო კიკაბიძის, თქმით, თუ ექპერტიზას კერძო პირი ითხოვს, ამ შემთხვევაში გოგონას თანხმობაც საჭიროა.

ჰიმენოპლასტიკის პირველი პროცედურა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ევროპაში ჩატარდა. ჰიმენოპლასტიკის გამომგონებელი გინეკოლოგის პირველი პაციენტი კი მისივე ქალიშვილი გახლდათ. საქართველოს გარდა, აღნიშნული პროცედურა დღემდე პოპულარულია აზიისა და მუსულმანურ ქვეყნებში.

წყარო: http://itv.ge/?m=16&CID=20682

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100