სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

45-დან 60 წლამდე ადამიანთა დასაქმებისთვის მეწარმეებს შეღავათები დაუწესდებათ

მეწარმე, რომელიც სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს სამსახურში აიყვანს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება , - ამ ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში დღეს გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, რათა ამ ადამიანების დასაქმება მოხდეს.
"ჩვენ გვყავს ძალიან განათლებული, შრომისმოყვარე ადამიანები. უბრალოდ, ამ ხალხს გარემოებებში არ გაუმართლა. თუ ბიზნესმენები ამ ადამიანებს სამუშაოდ აიყვანენ, ჩვენ მივცემთ სტიმულს, რომ ისინი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და კიდევ მოვიფიქრებთ, როგორ შევუწყოთ ხელი პირდაპირ თუ ირიბად, ასეთი ხალხის კერძო სექტორში დასაქმებაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების გარდა, ესწრებოდნენ: დეპუტატები, ბიზნესმენები და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100