სამხრეთ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდება
უახლოეს მომავალში სამხრეთ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "პირWელს" რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დელეგაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს რკინიგზის დირექტორი ირაკლი ეზუგბაია სამხრეთ კორეის ინფრასტრუქტურის, მიწის, ტრანსპორტისა და საზღვაო საკითხების მინისტრს კვონ დე იუპს შეხვდნენ.
"60-იანი წლების შემდეგ სამხრეთ კორეის ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება და დღეს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. ამ მნიშვნელოვან პროგრესში კი დიდი წვლილი მსოფლიოს ერთ-ერთმა ლიდერმა მრავალპროფილიანმა სამშენებლო-საინჟინრო კომპანია "ჰიუნდაი ინჟინერინგმა" შეიტანა", - განაცხადა კვონ დე იუპმა.
კომენტარი