გიორგი სეთურიძე: “ხუდონჰესის გარეშე ინდუსტრიის და ეკონომიკის განვითარება ვერ მოხდება”
“ხუდონჰესი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აშენდეს”, – მიიჩნევს საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე.
მისი თქმით, საქართველოში ნებისმიერი ენერგორპორექტი უნდა განხორციელდეს, რადგანაც ინდუსტრიის და ეკონომიკის განვითარებისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
„არ ვარ ენერგოექსპერტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ხუდონიც, ნამახვანიც და სხვა ჰესებიც აუცილებლად უნდა აშენდეს, რათა ინდუსტრიის და ეკონომიკის განვითარება მოხდეს. ხუდონთან დაკავშირებით რამდენადაც ვიცი, არსებობს რამდენიმე პროექტი, მაგრამ არჩევანს აკეთებს სახელმწიფო და ინვესტორი. პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს და აშენდეს ის ვარიანტი, რაც მათთვის უფრო მისაღები იქნება“, – მიიჩნევს სეთურიძე.
საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მოსახლეობის გასახლება ყოველთვის რთულია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ნებისმიერი დეველოპერისთვის ნაცნობია, თუმცა ეს გარდაუვალია და ინვესტორი აუცილებლად მოახერხებს მოსახლეობასთან შეთანხმებას და ადგილობრივებისთვის ხელსაყრელი ალტერნატივის შეთავაზებას.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრი, მცირე ჰესების მშენებლობის პროექტზე თავადაც მუშაობს. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გერმანელ ინვესტორებთან მიდის, რომლებიც სამუშაო ვიზიტით საქართველოს მაისში ეწვევიან, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა პროექტის დეტალები.
კომენტარი