სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ორჯერ ნასამართლევი თემურ საინიშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ორჯერ ნასამართლევი 44 წლის თემურ საინიშვილი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საინიშვილმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქობულეთში მეზობელი - 76 წლის ლიდია გრიგოროვა საკუთარ ბინაში კაშნით დაახრჩო, გვამს მარცხენა ხელის თითი მოაჭრა, რომელზეც მიცვალებულს საქორწინო ბეჭედი ეკეთა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა თითის ანაბეჭდები, რის საფუძველზეც აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირის ვინაობა დადგინდა.

კერძოდ, ირკვევა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებულს თან მეგობარი - 26 წლის გოჩა გოლომანიძე ახლდა, რომელიც აჭარის პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.

გოლომანიძეს დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქმეს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100