სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა ფესტივალის “საჩუქარი 2015” ლაურეატები დააჯილდოვა

19.10.201517 ოქტომბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი "საჩუქარი" საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მიხეი ლთუმანიშვილის პრემიის, "ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის" ლაურეატები საზეიმოდ დააჯილდოვეს. წელს ამ საპატიო ჯილდოს გადაცემის პატივი წილად ხვდა ფესტივალ "საჩუქარის" მუდმივ მხარდამჭერს და პარტნიორს, „თიბისი ბანკ“–ს. „თიბისი ბანკი“–ს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ "ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის" პრემიის 2015 წლის ლაურეატები, მარი ჯანაშია, მანანა მენაბდე, ნანა ფაჩუაშვილი, დავით დოიაშვილი და ნანი ჩიქვინიძე დააჯილდოვა.

ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში, რომელიც წელს უკვე მეცამეტედ იმართება, თბილისი ქართულ და უცხოურ დასებს უმასპინძლებს. მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში საშუალება ექნება თბილისის თეატრების სცენებზე მსოფლიო ხელოვნების შედევრები იხილოს. სპექტაკლებისა და მასტერკლასების გარდა, წლევანდელ ფესტივალზე პერსონალური გამოფენები და საჯარო ლექციებიც გაიმართება.

საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი „საჩუქარი“ წელს საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და „თიბისი ბანკი“–ს მხარდაჭრით ტარდება.

ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, მიხელ თუმანიშვილის სახელს ატარებს, მისმა მოსწავლემ, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ 1996 წელს დააარსა.

საერთაშორი სოფესტივალმა თავისი არსებობის მანძილზე თეატრისა და კინოს მრავალ ვარსკვლავს უმასპინძლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100