აგრესიულად-სპორტული და მუდამ ახალგაზრდა BMW
1917 წლის 21 ივლისს მიუნხენის სარეგისტრაციო პალატაში ისტორიული ჩანაწერი ფორმდება: “რაპის ბავარიის საავიაციო ქარხანა” დღეიდან იწოდება, როგორც “ბავარიის ძრავების ქარხანა” (Bayerische Motoren Werke). ასე შეიქმნა დასახელება – BMW.
BMW-ს პირველი მოტოციკლი — R-32 – ბერლინის და პარიზის ავტოსალონების სენსაცია გახდა. კიდევ 6 წლის შემდეგ BMW-მ უკვე საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მუშაობის მიმართულებები: მოტოციკლები, ავტომობილები და საავიაციო ძრავები.
BMW-ე სამხედრო საქმიანობას ყველაზე გვიან შეუდგა, 1937 წლის აპრილში. 40-იანი წლების ზაფხულში კი მან კარისათვის 3 ათასი ტექნიკური ერთეული დაამზადა. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, მიუნხენის ქარხნის პროდუქცია ჯარში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.
და მაინც, BMW -ს თანამედროვე მოყვარულებისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ BMW-ს მიერ შექმნილი ყველა მოდელი სამხედრო საქმიანობიდან 1942 წლის ზამთრამდე ამოიღეს.
გერმანიის დამარცხება II მსოფლიო ომში პრაქტიკულად BMW-ს განადგურებას გულისხმობდა. საბჭოთა კავშირის მოკავშირეებმა მილბერტშოფენის საწარმო ნანგრევებად აქციეს, თუმცა “ბავარიის ძრავების ქარხნის” ჯერ კიდევ ცოცხალმა აქციონერებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, როგორც ფინანსური ისე ადამიანური და კიდევ ერთხელ ცადეს ბედი. მათ მთელი ყურადღება მიუნხენში ჯერ კიდევ მოქმედ, 2 ქარხანაზე გადაიტანეს და საქმეს შეუდგნენ.
მსოფლიო ომის შემდგომ, პირველი ოფიციალური ნამუშევარი გახლდათ მოტოციკლი. 1958 წლის მარტში ჟენევაში მაყურებელთა წინაშე 250-კუბიანი R-24-ი წარსდგა. წლის ბოლომდე მისი დაახლოებით 20 ათასი ეგზემპლიარი გაიყიდა.
1954 წლის ბოლოსათვის ლამის 3 ათასი მომხმარებელი იწონებდა თავს BMW-ს მოტოციკლზე.
2-საბურავიანი მონსტრების ამ წარმოუდგენელმა პოპულარობამ კომპანიას ბოროტი ხუმრობა მოუწყო. მოტოციკლი, როგორი მაგარიც არ უნდა იყოს იგი, მაინც ღარიბების გადაადგლების საშუალებაა. 50-იან წლებში კი უკვე უამრავი ადამიანი, რომელსაც საჭირო თანხა გააჩნდა კომფორტულ სედანზე ოცნებობდა.
BMW-ს პირველი მცდელობა მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ, სრული კრახით დასრულდა. BMW 501 -ს ფრანკფურტში ოვაციებით შეხვდნენ და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. თითქოს კომპანიამ მიაგნო საჭირო მუხტს და მოთხოვნაც დაკმაყოფილდა, მაგრამ მოდელი სამწუხაროდ ყველაზე ძვირიანი გამოდგა ავტოსალონზე.
მკაცრი მამაკაცური სამყაროსათვის ეს ავტომობილი გათვალისწინებული არ ყოფილა. რეკლამა შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: “გამარჯობათ, ქალბატონო! სულ რაღაც 22 ათასი მარკა და ვერცერთი მამაკაცი ვერ ჩაგივლით გულგრილად. თქვენ სულ იოლად დაიპყრობთ მათ გულებს სპილოსძვლიან საჭეზე ხელის მსუბუქი დადებით.”
502-ე ქალის ნაზი ხელებისათვის შეიქმნა. 2 წლის განმავლობაში იტანჯებოდა BMW-ე მათ გასაღებაზე.
1954 წელს მიუნხენელები მეორე უკიდურესობაში ჩაცვივდნენ.
2 წლის შემდეგ, 3-საბურავიანი ავტომობილების წარმატებით გათამამებულმა BMW-მ კიდევ ერთი “კვერცხი” დაამზადა – Isetta 300. ეს უკვე, წააგავდა მაინც მანქანას. 298 კუბ. სმ-იანი ძრავიც რაღაცას დაემსგავსა.
1959 წლის ზამთარში გერმანია ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა. 2 წლით ადრე კომპანიაში სატყვო წარმოების“ მეფის, ჰერმან კრაგსის (Herman Krags) მიერ დაბანდებული 15 მლნ. მარკა მხოლოდ სასიამოვნო მოგონედაბღა დარჩა. BMW-ს სხვა გამოსავალი არ დარჩა და იგი Mercedes-თან აპირებდა გაერთიანებას. ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ მცირე აქციონერები და კომპანიის ოფიციალური დილერები. ბოლოს კომპანიის გადარჩენა მაინც მოახერხეს.
ახალმა დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შემდგომი ათწლეულებიც შეუცვლელად ხელმძღვანელობდა – “ჩვენ ვაწარმოებთ საშუალო კლასის ავტომობილებს და საავიაციო ძრავებს”.
3 წლის შემდეგ ზამთარში კონვეირიდან ჩამოვიდა BMW 1500. მან ახალი კლასი ჩამოაყალიბა 4-საბურავიან მანქანებს შორის და გერმანელები ამერიკული მანქანების ყიდვისაგან იხსნა.
1500-ს 90 ცხ.ძ. სიმძავრე 150 კმ/სთ-მდე აჩქარებდა და 100 კმ/სთ-ს მისაღწევად მხოლოდ 16.8 წმ-ს მოითხოვდა. ეს ავტომატურად ხდიდა მას სპორტულ მოდელად. მასზე მოთხოვნა ფენომენალური იყო. ქარხანა დღეში 50 ეგზემპლიარს აწყობდა და სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ავტობანებზე 24 ათასი BMW 1500-ი დაქროდა.
BMW 1500-ს ფენომენალურმა მოთხოვნამ იმ დროისათვის სერიოზული დინამიური მახასიათებლები დაამკვიდრა. ხოლო ბრენდი სახელად BMW დღეს უკვე ყველასთვის საოცნებო მარკად იქცა.
კომენტარი