სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნდა გაუქმდეს თუ არა საახალწლოდ შეზღუდვები - თენგიზ ცერცვაძის პოზიცია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იდეალური იქნებოდა, მოქმედი შეზღუდვები არ გაუქმებულიყო.

მისივე განმარტებით, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, წინასაახალწლოდ შეზღუდვებს, შემსუბუქების ნაცვლად, ამკაცრებენ.

"იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო იმიტომ, რომ ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება ჰყავდეთ საშობაოდ, გერმანიაში - ხუთი სტუმარი.

საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი. ისინი მდიდარი ქვეყნები არიან ძალიან და ის ეკონომიკის რეცესია, რაც თან სდევს ლოკდაუნებს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის ძალიან ძნელი გადასატანია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100