სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს პირველი მოსმენით გაიტანენ

ხვალ, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს პირველი მოსმენით გაიტანენ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში აქციის ჩატარებასთან დაკავშირები 20-მეტრიანი რადიუსის დაწესება, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აქციის ორგანიზატორობის უფლების ჩამორთმევა არაკონსტიტუციურად მიიჩნია და შესაბამისი მუხლები გააუქმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინციტივის თანახმად, 20-მეტრიანი რადიუსის დაწესება ძალოვანი უწყებებისა და შეიარაღებულ ორგანოებთან, ასევე რკინიგზასთან, პორტებთან, აეროპორტებთან და სასამართლოებთან ძალაში რჩება. ხოლო პოლიტიკური ორგანიზაციების შენობებთან 20 მეტრამდე რადიუსი დგინდება. ორგანოს ეძლევა უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენი მეტრის რადიუსში უნდა ჩატარდეს აქცია, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს 20 მეტრს.

წარმოდგენილი ინიციტივის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება ეძლევა, იყოს აქციის ორგანიზატორი, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეს უფლებები არ ექნება.

კანონპროექტის განხილვა გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართა. კანონპროექტის ავტორებს კონსულტაციები ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100