სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ია ანთაძე მედიისთვის ივანიშვილის შეთავაზების ფორმას "არაკორექტულს" უწოდებს

ჟურნალისტი ია ანთაძე არაკორექტურულს უწოდებს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებების ფორმებს მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ.

"იმისთვის, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს, მას სჭირდება საინფორმაციო უზრუნველყოფა და ბუნებრივია, რაღაც გზებს მოძებნის ამისთვის, მაგრამ ის, რა ფორმითაც იყო შეთავაზებული ტელევიზიებთან ურთიერთობა, ასევე ჟურნალისტებთან, პარტიის შტაბში წასვლასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად არ მომეწონა და არც მეგულება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო კარგი და კორექტული ფორმა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ია ანთაძემ.

ჟურნალისტი არ იზიარებს ივანიშვილის შეფასებას, რომ "მაესტრო" და "კავკასია" ხელისუფლებისგან კონტროლდება, ასევე, არ იზიარებს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მათ საქმიანობაზე გამოთქმულ მოსაზრებას, თუმცა აცნობიერებს, რომ ძალიან დიდ პროპაგანდისტულ მანქანას, რომელიც ახლა არსებობს, უნდა დაუპირისპირდეს რაღაც ძალა. მისი თქმით, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ამას მეორე მხრიდან დაუპირიპირდეს არა პროპაგანდა, არამედ სიმართლე, რაც ნამდვილად ეფექტური იქნება.

"ორმაგი განცდა დამიტოვა ივანიშვილის განცხადებამ. ერთის მხრივ, შემიძლია გავამართლო. საღი აზრის პოზიციიდან მესმის, რომ საჭიროა ახალი ტიპის საინფორმაციო პოლიტიკა; მეორე მხრივ, ამ საინფორმაციო პოლიტიკის საწყისის ფორმები არაკორექტულად მიმაჩნია", - აღნიშნა ანთაძემ.

ზოგადად განცხადების შეფასებისას, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია პროცესების რადიკალიზაცია. მისი განმარტებით, ივანიშვილის განცხადება, მთლიანობაში, პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში ორი ძლიერი ძალა იქნება; ერთი სახელისუფლებო, მეორე კი ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მთლიანად დაუპირისპირდება ხელისუფლებას და შეეცდება, იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვისაც თავის ბანაკში გაერთაინებს, აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100