გახდი „ზედაზენის“ ლიმონათის სახე !
ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ - ლიმონათი „ზედაზენი“ იწყებს სიმღერის კონკურსს ლიმონათი „ზედაზენის“ სახის შესარჩევად.
10 ნოემბრიდან - 19 ნოემბრის ჩათვლით „ისთ ფოინთში“, კერძოდ „ფოკუს მოკუსის“ ტერიტორიაზე, 6-დან 12 წლამდე ბავშვებს შეეძლებათ მოსვლა და საკონკურსო სიმღერის ჩაწერა ლიმონათი ზედაზენის სტენდთან.
სიმღერის ტექსტი ატვირთულია ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე (https://www.facebook.com/Limonatizedazeni/), სადაც ბავშვები შეძლებენ ლიმონათი „ზედაზენის“ სიმღერის მოსმენას და სწავლას.
პირველი და მეორე ადგილის მფოლობელი გამოვლინდება ფეისბუქზე ხმის მიცემით, ხოლო მესამე გამარჯვებულს შეარჩევს ჟიური. ხმის მიცემა გრძელდება 10 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით.
პირველი ადგილის მფლობელი - ლიმონათი ზედაზენის სახე, მონაწილეობას მიიღებს 2018 წელს დაგეგმილ ყველა აქტივობაში, ღონისძიებასა და კონცერტში. გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან უამრავი პრიზით.
თუ თვლი რომ შეგიძლია სიმღერა - ეს კონკურსი შენთვისაა !
ზედაზენი გეძებს შენ !
#იწყებათავგადასავალი
კომენტარი